Thumbnail

ჩავი ყატარში დიდი ხნით რჩება - ახალი კონტრაქტი ალ სადთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 41 წლის სპეციალისტი ყატარულ გუნდს 2023 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის
  • კონტრაქტში ჩადებული პუნქტი ჩავის ბარსაში დაბრუნებას უფლებას აძლევს 

ჩავი ერნანდესი ყატარში დიდი ხნით რჩება. 41 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, რომელსაც დროდადრო ბარსელონაში მწვრთნელად დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, ალ სადთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანაგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ყატარული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ესპანური მედიის ცნობით კი, ახალ ხელშეკრულებაში კვლავ ჩადებულია პუნქტი, რომელიც ჩავის ვადამდე წასვლას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალისტს ბარსელონა მიიწვევს.

ჩავი ბარსელონას აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა, რომელთან ერთადაც 25 ტიტული მოიგო. კატალონიელთა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ფეხბურთელის კარიერა ალ სადში დაასრულა და 2019 წლიდან მისი მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა. მწვრთნელმა ჩავიმ 2020/21 წლების სეზონში კლუბს ყატარის ჩემპიონობა მოაპოვებინა, სულ კი მის ანგარიშზე ხუთი ტიტულია.

ჩავის კამპ ნოუზე დაბრუნებას მწვრთნელის როლში ელოდებიან

ჩავის არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ოცნება ბარსელონაში მწვრთნელად დაბრუნებაა. ამჟამად კატალონიურ გუნდს რონალდ კუმანი წვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები