Thumbnail

RUGBYPASS სამხრეთაფრიკული წყაროს ინფორმაციით, ირწმუნება, რომ "ოლ ბლექსმა" სამხრეთ აფრიკას დუბაიში ტესტმატჩის გამართვაზე უარი უთხრა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი "ბოკესთვის" გასახურებელი მატჩი უნდა ყოფილიყო სამხრეთ აფრიკაში ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" ტურნეს წინ. ამის შემდეგ აფრიკელებმა გადაწყვიტეს, საქართველოს ნაკრების მიწვევა...

სამხრეთაფრიკული Daily Maverick წერს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. "ოლ ბლექსმა" მხოლოდ ბოლო მომენტში თქვა უარი, როცა გაირკვა, რომ თუ ქვეყანას დატოვებდნენ, უკან დაბრუნების შემთხვევაში, 14-დღიან იძულებით კარანტინს გვერდს ვერ აუვლიდნენ. არადა, დუბაიში, ისევე, როგორც ახალ ზელანდიაში კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები ფიჯის ორ ტესტში უმასპინძლებს და შესაძლოა, სამოას ან ტონგასაც შეხვდეს, ხოლო სამხრეთ აფრიკამ ორი ტესტი "ბორჯღალოსნებთან" დაადასტურა.

მსოფლიო პანდემია აშკარად წყალობს საქართველოს ნაკრებს - შარშან ნოემბრის ტესტების ჩაშლის შემდეგ, 6 ერმა, საქართველო ერთჯერად ტურნირში დაპატიჟა, ახლა კი მხოლოდ 2021 წელს "ბორჯღალოსნები" სამ ტესტს გამართავენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებთან, ჯერ სამხრეთ აფრიკასთან (2 ტესტი), რომელიც მსოფლიოს პირველი ნაკრებია, შემდეგ კი საფრანგეთთან ნოემბერში. 

Daily Maverick წერს, რომ, მას მერე, რაც "ბოკეს" ახალ ზელანდიასთან ტესტი ჩაეშალა და იაპონიასთან დაპირისპირებაც გამოირიცხა, საქართველოს ნაკრებთან ტესტები საუკეთესო ვარიანტი იყო დარჩენილებიდან. 

შეგახსენებთ, რომ 3 და 10 ივლისს საქართველოს ნაკრები სტუმრად ორ ტესტს გამართავს მსოფლიოს თასის მფლობელ გუნდთან, რომელსაც სწორედ მსოფლიოს თასის ტრიუმფალური ფინალის მერე არ უთამაშია. 3 ივლისისთვის სამხრეთაფრიკელთა უქმობა 608 დღეს მიაღწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები