Thumbnail

'ნამდვილი დომინანტი იყო' - Lequipe-მა გიგაშვილი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის გუნდის შერკინებისთვის უდიდესი ძალაა'
  • ბექა გიგაშვილმა საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ ტულუზთან მაგრად ითამაშა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ბექა გიგაშვილი საფრანგეთის TOP 14-ის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ტულონის ქართველი ბურჯი საუკეთესო თხუთმეტეულში ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Lequipe-მა შეიყვანა და შესაბამისი დახასიათებაც დაურთო.

“ბექა გიგაშვილმა მინდორზე 70 წუთი გაატარა და ნამდვილი დომიმანტი იყო. მან უშუალო ოპონენტი როდრიგო ნეტი ძალიან გააწვალა. გიგაშვილი მარტის ბოლოს საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, მას შემდეგ კი, ტულონის მაისურით მხოლოდ აჟენთან ითამაშა. ამ მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის გუნდის შერკინებისთვის უდიდესი ძალაა”.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პირველობის 23-ე ტურში ტულონელებმა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამინდელ ლიდერ ტულუზს 44:10 სძლია, ქართველმა ლეგიონერმა კი უდიდესი სამუშაო გასწია. ტულონს 62 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 15 მაისს კლერმონთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები