Thumbnail

ტოჩინოშინის პირველი მოგება - ქართველმა სუმოისტმა იორიკირით იმარჯვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 33 წლის ტოჩინოშინმა მე-8 მაეგაშირა ცურუგიშო დაამარცხა
  • ლევან გორგაძე ნაცუ ბაშოზე თანაბარ ბალანსზე იმყოფება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებულ საზაფხულო სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დღეს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ცურუგიშოს გაეჯიბრა, მას იორიკირით აჯობა და თანაბარ ბალანსზე (1-1) გავიდა.

ნაცუ ბაშოს მე-3 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ტოჩინოშინი ბევრჯერ შეხვედრია და 13:9-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები