Thumbnail

ფინალში კალუმის იმედი აქვთ - ტუხელმა გუშინ პირველი ჰადსონ-ოდოისთან მიირბინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ჩელსი დაუპირისპირდებიან, ამ გუნდებმა ერთმანეთში გუშინ პრემიერლიგაშიც ითამაშეს და შეხვედრა ლონდონელების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

სიტის გამარჯვების შემთხვევაში, მანჩესტერელები ტიტულის მოგებას იზეიმებდნენ, მაგრამ ტუხელმა და მისმა გუნდმა, სიტის ჩემპიონობის ზეიმი სამომავლოდ გადადეს. ჩელსიდან ანგარიში 63-ე წუთზე ჰაკიმ ზიეჩმა გაათანაბრა, ხოლო 92-ეზე მარკოს ალონსომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლონდონელთა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა შეცვლაზე შემოსულმა კალუმ ჰადსონ-ოდოიმ, რომელიც მატჩში აქტიურად ჩაერთო და რომელიც ბოლო პერიოდი ფორმის აღდგენას ვერ ახერხებს. თუმცა, ახალგაზრდა ინგლისელს თუ თამაში წაუვიდა, გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თომას ტუხელმა ჰადსონ-ოდოისთან მიირბინა, მეგობრულად ხელი ჰკრა და შემდეგ ისეთი დამრიგებლურ-ემოციური საუბარი ჰქონდათ, როგორიც პეპ გვარდიოალას ემოციურ ფონზე ხშირად ახასიათებს ხოლმე.

კომენტარები

ბოლო ამბები