Thumbnail

ფანების პროტესტის გამო, იუნაიტედმა £200 მილიონიანი კონტრაქტი დაკარგა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

მანჩესტერ იუნაიტედმა, ჯამში 200 მილიონი ფუნტის მოცულობის, 10-წლიანი კონტრაქტი დაკარგა. ამის მიზეზი, გალეიზერების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გახდა.

The Hut Group რომელსაც გუნდის სავარჯიშო ფორმა უნდა დაესპონსორებინა, მოლაპარაკებებიდან გავიდა, რადგან მათი აზრით, ფანების პროტესტი შესაძლოა მომავალში სპონსორებზეც აისახოს.

'Myprotein' იყო, წარწერა რომელსაც სავარჯიშო ფორმაზე 'AON' უნდა შეეცვალა. თუმცა, ადგილობრივი კომპანაში თვლიან, რომ კლუბთან ახლა კონტრაქტის გაფორმება, მათდამი პროტესტსაც გამოიწვევდა, რადგან ადგილობრივი კომუნა გლეიზერებთან მწვავე დაპირისპირებაშია შესული.

გასულ კვირას, იუნაიტედის ადგილობრივ გულშემატკივართა ნაწილი ოლდ ტრაფორდზე შეიჭრა და ლივერპულთან მატჩი ჩაშალა. ფანები გუნდიდან გლეიზერების წასვლას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ კლუბს AON-თან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თუ ასე გაგრძელდა, გლეიზერებთან ბრძოლაში, შესაძლოა იუნაიტედის ფინანსური სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები