Thumbnail

'მგონი ყბა მოვტეხე' - კანელომ საუნდერსი მე-8 რაუნდში შეაჩერა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კანელოს მომდევნო მეტოქის ვინაობაც ცნობილია
  • მექსიკელ-ამერიკელი, კრივის საერთაშორისო ფედერაციის ქამარს უმიზნებს

მსოფლიო ერთ-ერთი საუკეთესო მოქმედი მოკრივე - კანელო ალვარესი, ტექსასის შტატში ბრიტანელ ბილი ჯო საუნდერსს დაუპირისპირდა და ბრძოლა მე-8 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა.

მექსიკელ-ამერიკელმა, 206 დარტყმიდან, საუნდერსს 73 ზუსტად მოარტყა, რაც კრივის მსოფლიო ორგანიზაციის ჩემპიონის გასანეიტრალებლად საკმარისი აღმოჩნდა. "მგონი ყბა მოვტეხე" - ამბობდა კანელო ბრძოლის შემდეგ.

კანელოს მომდევნო მეტოქე,  IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი - კალებ პლანტი

საუნდერსის ზუსტი დარტყმების მაჩვენებელი 21%-ს ვერ ასცდა. როგორც მისი პრომოუტერი ედი ჰირნი ამბობს, ბრიტანელ მოკრივეს, ბრძოლის გაგრძელების საშუალება მწვრთნელთა ჯგუფმა არ მისცა და საბოლოოდ ტექნიკური ნოკაუტით მარცხი დაფიქსირდა.

კანელო სუპერ საშუალო წონით კატეგორიაში WBA, WBC და WHO ქამრებს ფლობს. მისი მომდევნო სამიზნე IBF ქამრის მფლობელი, 28 წლის ამერიკელი კალებ პლანტია, რომელსაც კარიერაში მარცხი არ აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბილი ჯო საუნდერსისთვისაც დღევანდელი ტექნიკური ნოკაუტით მარცხი, კარიერაში პირველი წაგება იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები