Thumbnail
  • ბევერენი 2:5 (1:1) სერენი
  • სერენი 2021/22 წლების სეზონს ბელგიის ჟუპილერ ლიგაში ითამაშებს

ბელგიის ჟუპილერ ლიგის პლეი ოფის მატჩში გიორგი მიქაუტაძის სერენმა სტუმრად დაამარცხა ბევერენი - 5:2 და მომავალ სეზონში ელიტაში ითამაშებს. გამარჯვებულთა რიგებში ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და 1 საგოლე პასიც მიითვალა. 

სეზონი 22 გოლით დაასრულა

20 წლის ფორვარდმა 22-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა ანგარიში 1:1. ხოლო 62-ე წუთზე მისი ჩაწოდებული კუთხურით ფაიემ გახადა 3:2 სერენის სასარგებლოდ. 70-ე წუთზე გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთს თავზე უგდებდა, მაგრამ გოლკიპერმა მოიგერია, თუმცა მიქაუტაძემ დაამატა და სეზონში თავისი 22-ე გოლი გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე მეცის საკუთრებაა და სეზონის შემდეგ ლიგა 1-ის კლუბში ბრუნდება. სერენში ის იჯარით თამაშობდა და სეზონში 22 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. 

📺 გიორგი მიქაუტაძის გოლი ბევერენის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები