Thumbnail

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართა. დინამო ბათუმმა ახალ სტადიონზე დინამო თბილისს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით აჭარული გუნდი სატურნირო ცხრილში 25 ქულით გალიდერდა (ამდენივე ქულა აქვს დინამო თბილისსაც, ბათუმური კლუბი ურთიერთშეხვედრების გამო ლიდერია).

ტურის და მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ დინამოების შეხვედრა დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, გოლის ავტორმა ჯაბა ჯიღაურმა და სანდრო ალთუნაშვილმა შეაფასეს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)
"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ბრწყინვალე სტადიონი გვაქვს. შემიძლია, ფეხბურთელების აზრი გადმოგცეთ: მათ აღნიშნეს, რომ სასწაული გარემო, მინდორი და მოედანი გვაქვს. ეს ალბათ სრულიად საქართველოს უხარია. ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ემოციური მომენტია. ამ ყველაფერს ვულოცავ ფანკლუბს, გულშემატკივარს და მთლიანად ქალაქს.

'თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია და ეს ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა'

უდიდესი წნეხი იყო, თუნდაც ეს გარემო, პირველი თამაში მსგავს ვითარებაში, თანაც ჩვენი ფანკლუბის და მაყურებლის წინაშე. ეს მეტ პასუხისმგებლობას სძენდა ყველა ფეხბურთელს, მთლიანად გუნდს და ყველა ჩვენთაგანს. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ. პირველი ადგილისთვის ბრძოლა მიდიოდა და თავისთავად ცხადია, რომ ამან ორივე გუნდზე იმოქმედა. დამსახურებულად გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია და ეს ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არენა არ არის ისეთი, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება, ეს კი საუკეთესოსაფარიანი მოედანია." 

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი)
"ვფიქრობ, გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა. გვსიამოვნებს ფეხბურთის თამაში და ეს მოგება ეძღვნება გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. მინდა, თითოეულ მათგან მადლობა გადავუხადო და ბათუმის დინამოსთან ერთად რაც შეიძლება მეტი გამარჯვება და ტიტულები ვუსურვო. გამიხარდა, რომ გუნდს დავეხმარე და გოლით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე თამაშის მოგებაში. ეს მთლიანობაში გუნდის გამარჯვება იყო და ვერცერთ მომენტს ასე კონკრეტულად ვერ გამოვყოფდი. ჩემპიონატის გადამწყვეტი ფაზა ჯერ არ არის, მთავარი შემდეგი ტურებია და ვფირობ, ყველა თამაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. მსურს, რომ ბათუმის დინამომ ყველა თამაში მოიგოს, გახდეს ჩემპიონი და შემდეგ ევროპაშიც წარმატებას მიაღწიოს."

სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმის ფეხბურთელი)
"შედეგით კმაყოფილი ვარ. გავიმარჯვეთ და პირველ ადგილზე გადავედით. სასიხარულოა, რომ კონკურენტ დინამო თბილისს მოვუგეთ. მინდა აღვნიშნო გულშემატკივრის ფაქტორი, სხვა ატმოსფერო შექმნეს და მსურს, მადლობა გადავუხადო მათ."

12 მაისს დინამო ბათუმი სამტრედიას ესტუმრება, ხოლო დინამო თბილისი ასევე სტუმრად საბურთალოს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები