Thumbnail
  • დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი | გოლი: 1:0 ჯიღაური (41)
  • გია გეგუჩაძის გუნდმა უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა 
  • ბათუმის ახალმა სტადიონმა ამ სეზონში მატჩს პირველად უმასპინძლა

"ბათუმი არენაზე" ეროვნული ლიგის მე-12 ტურისა და მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა - დინამო ბათუმმა მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს, დინამო თბილისს უმასპინძლა და ჯაბა ჯიღაურის გოლით 1:0 დაამარცხა. ამ სეზონში პირველად, თამაში ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართა - მაყურებლებთან ერთად!

'პირატების' პერფორმანსი თამაშის დაწყების წინ

დინამო ბათუმმა 25 ქულა დააგროვა, საქართველოს ჩემპიონსაც ამდენივე ქულა აქვს, თუმცა გეგუჩაძის გუნდი პირველ ადგილზე გადავიდა. 

გია გეგუჩაძემ დაცვის მარცხენა ფლანგზე აზაროვს გამოცდილი ნავალოვსკი ამჯობინა. გიორგი ნემსაძის გუნდს ტრავმის გამო ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე აკლდა.

მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, ჯაბა ჯიღაურმა და მამუკა კობახიძემ 2-2 ჯერ სცადეს გატანა, თუმცა როინ კვასხვაძე დამაჯერებლად თამაშობდა.

41-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა - მარჯვენა ფლანგიდან ალთუნაშვილმა ჩააწოდა, ფანცულაიამ ორ ცენტრალურ მცველს მოუგო ბრძოლა და ჯაბა ჯიღაურს ეროვნულ ლიგაში მე-5 გოლი გაატანინა. დინამო ბათუმმა ტაიმი 1:0 მოიგო.

ლუკაშ გროცურეკი და ჯაბა ჯიღაური გოლს ზეიმობენ

63-ე წუთზე დინამოელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, ბათუმელი ფანები მას სტვენით შეეგებნენ. მატჩის მიწურულს ბათუმელები ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა, ხოლო ჯაბა ჯიღაურს კამათისთვის ყვითელი ბარათი მისცა.

12 მაისს დინამო ბათუმი სამტრედიას ესტუმრება, ხოლო ხოლო დინამო თბილისი - საბურთალოს.

დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

გოლი: 1:0 ჯიღაური (41)

დინამო ბათუმი (4-5-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი (66. მანჯგალაძე) - მამუჩაშვილი, ჯიღაური, ალთუნაშვილი (76. ზარია), ტეიდი, გროცურეკი (58. აზაროვი) - ფანცულაია (66. შინდაგორიძე)

დინამო თბილისი (3-5-2): კვასხვაძე - მონხილი, პაპავა, ხვადაგიანი - სპორქსლედე, რადინი, მექვაბიშვილი (71. კუცია), ქარდავა (63. ანანიძე), კობოური - მარუშიჩი (63. კეიტა), გაბედავა (59. ახვლედიანი)

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი

 

კომენტარები

ბოლო ამბები