Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მასტერსის 1 000-იანი სერიის ტურნირში, Internazionali BNL d'Italia-ზე იასპარეზებს, რომელიც რომის კორტებზე გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი €2 082 960-ია. დღეს რომის მასტერსის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა.

29 წლის მსოფლიოს 31-ე ჩოგანი, რომელიც მადრიდის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა, რომში მასპინძელ მატეო ბერეტინის ხვდება, რომელიც მსოფლიოს მე-10 ჩოგანია, რომის მასტერსზე კი მე-9 ნომრად არის განთესილი. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკა მე-2 წრეში ჯონ მილმენსა (ავსტრალია) და დუშან ლაიოვიჩს (სერბეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში კი შესაძლოა, სტეფანოს ციციპასს (საბერძნეთი) შეხვდეს, რომელიც მე-5 ნომრად არის განთესილი. ბერეტინისა და ბასილაშვილს შორის ურთიერთშეხვედრებში 2:1-ია. 2018-ში მან მარაკეშში მოუგო იტალიელს, თუმცა იმ წელსვე ბერეტინიმ აშშ-ში იმარჯვა, 2019-ში კი გერმანულ ჰალეში. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2014 წელსაც შეხვდნენ ანდრიას (იტალია) ტურნირში, მაშინ ნიკამ მოიგო, მაგრამ ეს ტურნირი ATP-ის სერიის არ ყოფილა და მაშინ ბერეტინი 17 წლის იყო. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა  2021 წელს ATP-ის სერიის ორი ტურნირი მოიგო, დოჰასა და მიუნხენში. 

კომენტარები

ბოლო ამბები