Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
  • ზურიკო დავითაშვილით გია გრიგალავას კლუბი ტულის არსენალი დაინტერესდა
  • როტორში იჯარით მოთამაშე 20 წლის ფეხბურთელზე უფლებებს რუბინი ფლობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, რომლის სატრანსფერო უფლებებს ყაზანის რუბინი ფლობს, სეზონის ბოლომდე კი ვოლგოგრადის როტორშია განათხოვრებული, შესაძლოა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელით ტულის არსენალია დაინტერესებული, რომელიც ტრანსფერი განხორციელებას უკვე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს. 

ზურიკო იჯარით ვოლგოგრადის როტორში გამოდის

ზურიკო ყაზანის რუბინში 2019 წლის ზაფხულში, რუსთავიდან გადავიდა და კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. ნახევარმცველი 2020/21 წლების სეზონს იჯარით როტორში ატარებს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. რა გეგმები აქვს რუბინს დავითაშვილთან დაკავშირებით, სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს. 

რაც შეეხება ტულის არსენალს, ამ გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი - გია გრიგალავა იცავს და ისიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

წინა სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა რუბინში ერთად გაატარეს

ზურიკო დავითაშვილმა ვოლგოგრადის როტორის ღირსება რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში დაიცვა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. ფეხბურთელის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 6 მატჩია, პორტალი transfermarkt მის საბაზრო ფასად 2,5 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები