Thumbnail

სერხიო რამოსი ისევ ტრავმირებულია - რეალს კაპიტანი ცუდ დროს გამოაკლდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 35 წლის ფეხბურთელს, რომელიც მოედანს ახლახან დაუბრუნდა, ისევ პრობლემა აქვს
  • სამედიცინო გამოკვლევამ მცველს მარცხენა ფეხის კუნთის ტენდინოზი გამოუვლინა

მადრიდის რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი ისევ ტრავმირებულია. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მცველს მარცხენა ფეხის კუნთზე პრობლემა აქვს - 8 მაისს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ ტენდინოზი გამოავლინა.

რამოსს ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდ შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა და მოედანს სულ ახლახან, ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალის საპასუხო შეხვედრაში, ჩელსისთან (0:2) დაუბრუნდა.

რამდენ ხანს მოუწევს რეალის კაპიტანს დასვენება, უცნობია. ესპანეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლ ზინედინ ზიდანის გუნდს ლა ლიგაში გასული 34 ტურის შემდეგ, 74 ქულა აქვს (ამდენივე ქულა აქვს ბარსელონასაც) და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ატლეტიკოს. 35-ე ტურში რეალი სევილიას მასპინძლობს. შეხვედრა 9 მაისს ჩატარდება.

მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსმა რეალის ღირსება 21 მატჩში დაიცვა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. 

35 წლის ესპანელ ფეხბურთელს მადრიდის რეალთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს  უმთავრდება და მხარეებს მის გახანგრძლივებაზე აქამდე არ მოულაპარაკებიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები