Thumbnail

ოფიციალურად: ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა
  • ბრაზილიელსსა და კლუბს შორის მიღწეული ახალი შეთანხმების დეტალები

ნეიმარი პარიზში 2025 წლამდე დარჩება. პარი სენ-ჟერმენის პრესსამსახურის ცნობით, 29 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელთან ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ზაფხულში გასდიოდა, გახანგრძლივდა.

ნეიმარი პსჟ-ში ბარსელონიდან 2017 წელს, სარეკორდო 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბრაზილიელმა კლუბთან ერთად სამჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, ასევე -  საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და ქვეყნის სუპერთასი, შარშან კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. 

მანამდე ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ხელშეკრულებით, ნეიმარი პარიზულ კლუბში ხელფასის სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. 

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა პარი სენ-ჟერმენის ღირსება მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 26 მატჩში დაიცვა და 14 გატანილი გოლით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები