Thumbnail
  • ევროპის სუპერლიგის იდეა ისტორიას მალევე ჩაბარდა
  • უეფა პროექტის იდეის ავტორებს დასჯის
  • განსაკუთრებით მკაცრად სამი ტოპ-კლუბი დაისჯება

უეფამ პარასკევს საღამოს იმ სანქციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებითაც ე.წ. “სუპერლიგის” შექმნის იდეის ავტორი გრანდები დაისჯებიან. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 9 გრანდს მსუბუქი სასჯელი ელის, მთავარ ტრიოს კი - გაცილებით მკაცრი!

უეფას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მადრიდის რეალი, ბარსელონა და ტურინის იუვენტუსი ჯერ კიდევ არ ემიჯნებიან სუპერლიგის იდეას, რის გამოც უეფა სამივეს გაცილებით მკაცრად დასჯის, ვიდრე დანარჩენ 9 კლუბს.

“შერიგების ფარგლებში და ევროპული ფეხბურთის საკეთილდღეოდ, ე.წ. “სუპერლიგის” პროექტის მონაწილე 12 კლუბიდან ცხრამ სავალდებულო დეკლარაცია წარმოადგინა.” - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული 9 გრანდი ეთანხმება უეფას წესებს, ტურნირებს და უეფას წევრი ქვეყნების ჩემპიონატების კონცეფციას. შესაბამისად, ამ 9 გრანდის მიმართ შედარებით მსუბუქი სანქციები გატარდება. საუბარია 6 ინგლისურ კლუბზე - ლივერპულზე, მანჩესტერ სიტიზე, მანჩესტერ იუნაიტედზე, ტოტენჰემზე, არსენალსა და ჩელსიზე; ასევე მილანსა და ინტერზე (იტალია) და ესპანურ ატლეტიკოზე. ამ კლუბებს დაეკისრებათ ვალდებულება, 15 მილიონი ევრო გადარიცხონ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ფონდში და იღებენ ვალდებულებას, დაეკისროთ 100-მილიონიანი ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ მომავალში კიდევ შეუერთდებიან ისეთ ტურნირს, რომელიც უეფას მიერ არ იქნება მოწონებული.

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი სუპერლიგის იდეის ავტორების დანდობას არ აპირებს

“ეს 9 კლუბი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სუპერლიგის პროექტი შეცდომა იყო. ეს გუნდები ბოდიშს უხდიან ფანებს, ქვეყნების ფედერაციებს, ეროვნულ ჩემპიონატებს, სხვა ევროპულ კლუბებს და უეფას.” - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. შეთანხმების დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია. აღსანიშნავია, რომ ამ 9 გრანდიდან ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია - ჩელსი და მანჩესტერ სიტი ერთმანეთს 29 მაისს დაუპირისპირდებიან. 

რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს კი უფრო მკაცრი სასჯელი ემუქრებათ!

კლუბების სანქციების ჩამონათვალი და შეთანხმების დეტალები

ყველა კლუბი...

...უპირობოდ აღიარებს ვალდებულებას უეფას წესების მიმართ.

...ვალდებულია და ყველა სეზონში მიიღებს მონაწილეობას უეფას საკლუბო ტურნირებში, რომელშიც სპორტული პრინციპით მოხვდება.

...კვლავ გახდება ევროპის კლუბთა ასოციაციის წევრი. ეს არის კლუბების ერთადერთი გაერთიანება, რომელსაც უეფა აღიარებს.

...მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ დაასრულოს მონაწილეობა სუპერლიგასთან დაკავშირებულ კომპანიასთან.

...კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, გადარიცხავს ჯამში 15 მილიონ ევროს ბავშვთა, ახალგაზრდებისა და მასობრივი ფეხბურთის განვითარების ფონდში.

...თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ დაეკისროს ფულადი ჯარიმა, თუკი არაავტორიზებულ ტურნირში მონაწილეობას გადაწყვეტს (100 მილიონი ევროს ოდენობით) ან შეთანხმების სხვა პუნქტს დაარღვევს (50 მილიონი ევროს ოდენობით).

 

კომენტარები

ბოლო ამბები