Thumbnail

რაული შეიძლება გერმანიაში დაინიშნოს! თუკი რეალი უარს იტყვის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანკფურტის აინტრახტში რაულის მწვრთნელად დანიშვნაზე ფიქრობენ
  • 43 წლის ლეგენდარული ესპანელიც დაინტერესებულია, თუმცა რეალს ელის

ბუნდესლიგაში, შესაძლოა, ძალიან საინტერესო ამბავი მოხდეს!

გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, ფრანკფურტის აინტრახტს მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელის, რაულ გონსალეს ბლანკოს დანიშვნა სურს. 43 წლის ესპანელი ადი ჰიუტერის შემცვლელად განიხილება, რომელიც მიონხენგლადბახის ბორუსიაში მიდის. როგორც ირკვევა, აინტრახტის ხელმძღვანელებსა და რაულს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

ფრანკფურტელები რეალის ყოფილ სუპერვარსკვლავს, რომელიც გერმანიაშიც თამაშობდა და შალკეს ღირსებას იცავდა, 2019 წლიდან კი რეალის მეორე გუნდის მწვრთნელია, ხანგრძლივვადიან პროექტს და კონტრაქტს სთავაზობს.

რაული რეალ მადრიდის ლეგენდაა, გერმანიაში კი შალკეში თამაშობდა

“ბილდი” კი წერს, რომ დაინტერესება პირველ რიგში რაულის მხრიდან წამოვიდა და აინტრახტის ხელმძღვანელებს ეს იდეა მოეწონათ. რაულთან ერთად, აინტრახტში დანიშვნის კანდიდატია ვოლფსბურგის დამრიგებელი ოლივერ გლასნერიც. აღსანიშნავია, რომ ესპანური მედიის ცნობით, რაულის დანიშვნაზე მადრიდის რეალშიც ფიქრობენ - თუკი ზინედინ ზიდანი წასვლას გადაწყვეტს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები