Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ონისე სანებლიძემ (100 კგ.) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა წააგო. სანებლიძე დასკვნით ორთაბრძოლაში რუს ნიიაზ ბილალოვს დაუპირისპირდა და შეხვედრის ბოლო წამებზე გაშვებული ვაზარის გამო დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა დილის სესიაში ქუვეითელი აბდლა ტალები სულ რაღაც 26 წამში დაამარცხა, უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვთან კი ურთულესი შეხვედრა გადაიტანა და დაახლოებით 7 წუთის თავზე იპონზე დააგდო. მეოთხედფინალში ონისემ ევროპის 2017 წლის ჩემპიონს, სერბ ალეკსანდარ კუკოლს იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან ვაზარით წააგო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა რუსულ გრანდ სლემზე 3 მედლის მოპოვება მოახერხა. ტურნირის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები