Thumbnail

რეალმა ედენ აზარს ფასი დაადო - ბელგიელს ბოდიშმაც ვერ უშველა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

როგორც ჩანს, მადრიდის რეალს ედენ აზარის თავიდან მოშორება გადაწყვეტილი აქვს. ამაზე გავლენა  30 წლის ბელგიელის ქცევამაც იქონია ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის ჩელსისთან. ანგარიშით 0:2 წაგებული თამაშის შედმეგ, აზარმა ყოფილ თანაგუნდელებს წარმატება მიულოცა და საკმაოდ ხალისიანი ჩანდა. 

ბუნებრივია, ამის დანახვაზე რეალის გულშემატკივრები აღშფოთდნენ. მოგვიანებით აზარმა ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა და რეალში მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია…

ესპანური მედია წერს, რომ “სამეფო კლუბი” მზადაა, წინადადების შემთხვევაში, ნახევარმცველს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. კლუბში აღარ სჯერათ, რომ ბელგიელი, რომელსაც ხშირად ტრავმიანობს და უკვე 50 მატჩზე მეტი გაუცდა, ძველებურ ფორმას დაიბრუნებს. 

ედენ აზარი რეალში 2019 წლის ზაფხულში, ლონდონის ჩელსიდან გადავიდა. ესპანელებმა მასში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადეს. ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2024 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.

ბელგიელმა ზინედინ ზიდანს იმედები ლონდონურ მატჩშიც გაუცრუა

ედენ აზარმა 2020/21 წლების სეზონში რეალის ღირსება სულ 18 მატჩში დაიცვა და სამი გოლი გაიტანა. რეალში გატარებული ორი წლის განმავლობაში კი ბელგიელის ანგარიშზე სულ 4 გოლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები