Thumbnail

იდეალური მბაპე - პსჟ-ის ვარსკვლავს ვაქცინაციის კამპანიაში რთავენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის 22 წლის ფორვარდმა ვაქცინაციის პოპულარიზებაზე უნდა იზრუნოს
  • ფრანგ ვარსკვლავს ვაქცინაციის კამპანიის ელჩობაზე პასუხი ჯერ არ უთქვამს

საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსული ინფექციის საწინააღდეგო ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციისთვის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მათ შორის ფეხბურთელების იმიჯის გამოყენებას აპირებს. 

ვაქცინაციის ადგილობრივი კომიტეტის თავჯდომარის ალენ ფიშერის თქმით, ხელისუფლებას სურს, პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი კილიან მბაპე აღნიშნული კამპანიის ელჩად დანიშნოს.

"ახალგაზრდულ ასაკში ყურს უფრო მეტად მეგობრებს ვუგდებთ, ვიდრე პრეზიდენტს და მით უმეტეს, ექიმს. ვიდეორგოლები სწორედ ახალგაზრდებზე იქნება გათვლილი და მიზანიც ისაა, რომ ჩავრთოთ მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები ვაქცინაციაზე საუბარში. მბაპე იდეალური ვარიანტია", - ამბობს ფიშერი.

საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის 22 წლის ვარსკლავს შეთავაზებაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. თავად ფეხბურთემა კორონავირუსი 2020 წლის სექტემბერში გადაიტანა.

2-18 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ფანებზე გავლენის მოხდენა შეუძლია

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 29 მატჩში ითამაშა და 25 გატანილი გოლით გამოირჩა, ჩემპიონთა ლიგაში კი, რომელსაც მისი გუნდი ½-ფინალში მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, 10 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები