Thumbnail

ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბათუმის საფეხბუთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა და მოედანი ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის ეგიდით, დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

მინდვრის საფარის მოწყობა ბრიტანულმა კომპანიამ Sispitches უზრუნველყო კომპანია ანაგის სახსრებით. მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო. მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილი ცვეთამედეგობისა და კილიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს. მოედნის ჰიბრიდული მინდვრის საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე როგორებიცაა – მილანის სან სირო და ბარსელონას კამპ ნოუ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი, რომელიც უეფა-ს მე-4 კატეგორიისაა და 20 ათას მაყურებელს იტევს, 2020 წელს გაიხსნა და დინამო ბათუმმა ორი მატჩის ჩატარებაც მოასწრო, თუმცა შემდეგ მინდვრის საფარის განახლება გახდა საჭირო. ბათუმში 2023 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის რამდენიმე და მათ შორის ფინალური მატჩი გაიმართება. რაც შეეხება დინამო ბათუმისა და დინამოს თბილისის შეხვედრას, ის 8 მაისს, 20:15 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები