Thumbnail

'ინციდენტში მონაწილე პირები უმკაცრესად დაისჯებიან' - ოლიმპის განცხადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საკალათბურთო კლუბმა ოლიმპმა საგანგებო განცხადება გაავრცელა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მოხდა:

“პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ქართული კალათბურთის და ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, ცხუმ აფხაზეთთან მომხდარი უსიამოვნო და დაუშვებელი ფაქტის გამო. ვგმობთ ყველანაირ ძალადობას როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ და გვინდა გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მომხდარ ფაქტზე და ვაცხადებთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კლუბის შინაგანაწესის გათვალისწინებით უმკაცრესად დაისჯებიან!”.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიწურულს მოედნიდან გასულმა ოლიმპის კალათბურთელმა დევანტე ფოსტერმა დავით აბულაძეს ხელი არ ჩამოართვა, საპასუხოდ მან თანაგუნდელს ფეხი მიარტყა, რის შემდეგაც ფოსტერი აგრესიული გახდა და თანაგუნდელს ჩხუბი დაუწყო. კალათბურთელებს ოლიმპის სამწვრთნელო შტაბი და თანაგუნდელები აშველებდნენ, თუმცა, მათ ერთმანეთს რამდენჯერმე მაინც დაარტყეს. თავად შეხვედრა ოლიმპმა 74:97 წააგო.

📺 ოლიმპის კალათბურთელების ჩხუბი

კომენტარები

ბოლო ამბები