Thumbnail

სასტიკი ჩხუბი სუპერლიგაში - თანაგუნდელებმა ერთმანეთს სცემეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ცხუმ-აფხაზეთისა და ოლიმპის მატჩის დროს კალათბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს
  • დევანტე ფოსტერი და დავით აბულაძე ოლიმპის ღირსებას იცავენ

ცხუმ-აფხაზეთმა სუპერლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში ოლიმპს 97:74 სძლია და სერიაში 1:0 დაწინაურდა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი, ნაკრები წევრი ალექსანდრე ფევაძე იყო, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა.

სამწუხაროდ, მატჩი სკანდალით დასრულდა. ვიდეოში ჩანს, რომ ოლიმპის კალათბურთელმა დევანტე ფოსტერმა დავით აბულაძეს ხელი არ ჩამოართვა, საპასუხოდ მან თანაგუნდელს ფეხი მიარტყა, რის შემდეგაც ფოსტერი აგრესიული გახდა და თანაგუნდელს ჩხუბი დაუწყო. კალათბურთელებს ოლიმპის სამწვრთნელო შტაბი და თანაგუნდელები აშველებდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, ფოსტერმა გუნდი უკვე დატოვა, ხოლო ორივე კალათბურთელს სადისციპლინო კომიტეტისგან 7-თვიანი სასჯელი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები