Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა (0:2) და ფინალს მიღმა დარჩა. მატჩის 69-ე წუთზე კი ფერნანდინიოსთან უხეშობისთვის ბიორნ კუიპერსმა ანხელ დი მარია გააძევა.

ამ მომენტიდან მოედანზე ვითარება დაიძაბა და პსჟ-ს ფეხბურთელები განსაკუთრებით განერვიულებულნი იყვნენ. მათ შორის ანდერ ერერა და მარკო ვერატი, რომლებმაც თამაშის შემდეგ განაცხადეს, რომ ნიდერლანდელმა არბიტრმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"მსაჯმა ლეანდრო პარედესს f*ck off უთხრა. ჩვენ ეს რომ ვუთხრათ, 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მოგვცემენ", - თქვა ანდერ ერერამ RMC Sport-თან საუბარში.

იგივე მესიჯი ჰქონდა თამაშის შემდეგ მარკო ვერატის, რომელმაც თქვა, რომ კუიპერსმა სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა: "მან რამდენჯერმე მითხრა f*ck you. ეს მე რომ ვთქვა, 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დავისჯები".

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა და სტამბოლში გასამართ გადამწყვეტ შეხვედრაში ლონდონის ჩელსისა და მადრიდის რეალს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

📺 მანჩესტერ სიტი 2:0 პსჟ [მიმოხილვა]

 

კომენტარები

ბოლო ამბები