Thumbnail

'ხალხს სჯერა, რომ ლიგის ფინალში გასვლა იოლია' - პეპი პსჟ-ს დამარცხების შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა პარი სენ-ჟერმენი და კლუბის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. თავად ესპანელი მწვრთნელისთვის ეს პირველი ფინალია 10-წლიანი პაუზის შემდეგ, მაშინ პეპი ბარსელონას წვრთნიდა...

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "ეს ყოველი ჩვენგანისთვისაა, კლუბისთვის. ძალიან ამაყი ვარ და პირველ რიგში ფეხბურთელებზე ვფიქრობ. მათზე ვინც დღეს არ ითამაშა. ყველა მათგანმა დაიმსახურა ეს, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. ახლა დროა, მოგებით ვისიამოვნოთ. შემდეგ უნდა მოვიგოთ ინგლისის ჩემპიონატი და ფინალისთვის მოვემზადოთ.

მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ვითამაშეთ. ისეთ გუნდს მოვუგეთ 4:1, რომელმაც ბარსელონა და ბაიერნი გამოთიშა. ეს კი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. პსჟ ყოველ წელს იგებს ლიგა 1-ს, ის მიჩვეულია გამარჯვებებს. პსჟ მოგებებისთვის არის შექმნილი და ის ბოლომდე იბრძოდა. ჩვენც კონცენტრირებულები ვიყავით და მივაღწიეთ საჭირო შედეგს. ხალხს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა იოლია. არადა ეს იმ შრომის შედეგია, რასაც 4-5 წელია კლუბში ვდებთ". 

რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი): "ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენ კვლავ ვერ დავიწყეთ პსჟ-სთან მატჩი კარგად, არც პირველი ტაიმი გვქონდა კარგი, მაგრამ გოლმა რწმენა განგვიმტკიცა და ამის შემდეგ მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობდით. როცა მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს, თავი კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძენით. კონტრშეტევებზე თამაში არ გვქონდა გეგმაში, მაგრამ მათ მეტი გზა არ ჰქონდათ, უნდა შეეტიათ. პირველ გოლზე ედერსონის გრძელი პასი შემთხვევითი არ ყოფილა, მას ეს შეუძლია და ხშირად ვამუშავებთ ვარჯიშებზე". 

კომენტარები

ბოლო ამბები