Thumbnail

'ამის გარეშე შანსი არ გვექნება' - რა თქვა ტუხელმა რეალთან მატჩამდე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თომას ტუხელმა რეალთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა
  • ჩელსის ფინალში 9-წლიანი პაუზის მერე გასვლის შანსი აქვს

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში ჩელსი ლონდონში რეალს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი მატჩი მადრიდში ფრედ 1:1 დასრულდა. ფინალისტის ვინაობა "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა გაირკვეს.

მატჩის წინ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მთავარია, მისი გუნდი თავდაჯერებული იყოს, რადგან ამის გარეშე მას შანსი არ ექნება.

"ნახევარფინალია და ზეწოლა სერიოზულია. ეს არის პლეი ოფის თამაში, შესაბამისად, საჭიროა რწმენა და თავდაჯერებულობა, სხვა შემთხვევაში, შანსი არ გვექნება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ისევ 5-3-2 სქემით ითამაშებენ, შეუძლიათ 4-3-3 სქემა გამოიყენეონ. ეს გადაწყვეტილება თამაშში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს, მაგრამ ვფიქრობ, საქმე არა რეალის ტაქტიკას ეხება, არამედ, როგორ ვითამაშებთ ჩვენ. თამამად უნდა ვიმოქმედოთ.

მთავარი გაკვეთილი, რაც ამ სეზონში ვისწავლეთ, არის ის, რომ შეგვიძლია საკუთარი თავის გვჯეროდეს. ნახევარფინალში ვართ და აქ ყოფნა დავიმსახურეთ. ითამაშებს თუ არა სერხიო რამოსი? ეს რთული შეკითხვაა, რადგან მე ეს უბრალოდ არ ვიცი. მნიშვნელობა ექნება? დიახ, დიდი. ის არის ბოლოს წლების ყველაზე წარმატებული გუნდის კაპიტანი. მაინც ვფიქრობ, რომ ის ძირითადში იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. კანტე? ეს არის ბიჭი, რომელიც თასების მოსაგებად საჭიროა და ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვყავს, რომ მისნაირი მოთამაშეები არსებობენ. ის არ არის ხმაურიანი ადამიანი, მშვიდი პიროვნებაა, წარმოუდგენელი ბიჭია", - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად თამაშობს და ფინალში ბოლოს 2012 წელს იყო. მადრიდის რეალი კი ფინალთან ერთ ნაბიჯში 2018 წლის შემდეგ პირველად იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები