Thumbnail

წვეულება მესისთან - ლა ლიგა არგენტინელის დასჯას გეგმავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიონელ მესიმ ვალენსიასთან გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა
  • ლა ლიგა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს

ბარსელონამ ლა ლიგის 34-ე ტურში ვალენსიას 3:2 მოუგო და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ ვალენსიასთან გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა. მან საკუთარ სახლში კლუბის ყველა ფეხბურთელი მეგობარ გოგონებთან ერთად დაპატიჟა, რის გამოც არგენტინელს ლა ლიგისგან სასჯელი ელის.

ლა ლიგაში აცხადებენ, რომ მესიმ ამ საქციელით კოვიდ-რეგულაცია დაარღვია, რომლის მიხედვითაც 6 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. დიდი ალბათობით, არგენტინელს ფულად სანქციას დააკისრებენ.

ლა ლიგაში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა ატლეტიკოშიც იყო, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ მაშინ ლა ლიგა გააფრთხილა და შეხვედრის დროს ''როხიბლანკოს'' მოთამაშეებმა ყველა რეგულაცია დაიცვეს. ბარსელონამ ლა ლიგას უკვე უპასუხა - კლუბში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელები და მათი მეუღლეები ერთ კლასტერია, ხოლო შეხვედრის დროს კი დისტანცია დაცული იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები