Thumbnail

27 318 ქულა! კარმელო ენტონი უკვე NBA-ს ყველა დროის ათეულშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კარმელო ენტონი NBA-ს ისტორიის წერას აგრძელებს
  • მას მალე კიდევ ერთი ლეგენდის გადასწრება შეუძლია

კარმელო ენტონის NBA-ში ახლა უკვე 27 318 ქულა ქულა აქვს დაგროვებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული ‘მელო’ ყველა დროის რეიტინგში მე-10 ადგილზე გადავიდა. 

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის 36 წლის ლეგენდამ ატლანტასთან სტუმრად წაგებულ მატჩში (123:114) 14 ქულა დააგროვა და ყველა დროის Scorer-ებში ელვინ ჰეიზს (27 313) გადაასწრო.

„ყველა დროის TOP 10-ში მოხვედრა, სულერთია რისი TOP 10 იქნება, განსაკუთრებული ამბავია. არ მინდა, რომ ამ მომენტს ჩვეულებრივად შევხედო. კარგად მესმის, რამდენად დიდია ეს მომენტი. არარეალური ჩანს, რადგან ჯერ კიდევ ვთამაშობ, ჯერ კიდევ ვაგრძელებ ქულების დაგროვებას,“ - განაცხადა მელომ.

36 წლის ვეტერანმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში გუნდზე ფიქრობს, მაგრამ ეს მიღწევა თავში ჰქონდა: „თავისუფლად თამაში მინდოდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, როცა თამაშში ჩავერთე. გადამწყვეტი სროლა ადრევე ჩავაგდე, კარგი სტარტი მქონდა. ამან ყველაფერი გამიმარტივა, ამოვისუნთქე და დავმშვიდდი.“

თამაშის შემდეგ ენტონის გასახდელში მიულოცეს. მწვრთნელმა ტერი სტოტსმა მას მატჩის ბურთი გადასცა. „მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ მე საკუთარი თავის ერთგული დავრჩი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ვარ დღეს ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი მიღწევები დავაფიქსირო.“ - დასძინა NBA-ს ვეტერანმა ლეგენდამ.

ყველა დროის ათეულში მელოს მომდევნო სამიზნე მოზეს მელოუნია, რომელსაც 27 409 ქულა აქვს. თუკი ენტონი ამ რიტმს შეინარჩუნებს, მასაც გადაასწრებს.

საუკეთესო ბომბარდირები NBA-ს ისტორიაში

1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387 ქულა

2. კარლ მელოუნი - 36 928 

3. ლებრონ ჯეიმსი - 35 318

4. კობი ბრაიანტი - 33 643 

5. მაიკლ ჯორდანი - 32 292

6. დირკ ნოვიცკი - 31 560 

7. უილტ ჩემბერლენი - 31 419 

8. შაკილ ო’ნილი - 28 596 

9. მოზეს მელოუნი - 27 409 

10. კარმელო ენტონი - 27 318

კომენტარები

ბოლო ამბები