Thumbnail
  • ფეჰერვარი 0:1 (0:0) უიპეშტი
  • გიორგი ბერიძის გუნდი ევროთასებზე ითამაშებს

"პუშკაშ არენაზე" უნგრეთის თასის ფინალში გიორგი ბერიძის უიპეშტმა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარი და ტიტულს მე-11-ედ დაეუფლა. გამარჯვების გოლი კოსოვოელმა კასტრატიმ 101-ე წუთზე გაიტანა. ბერიძემ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო. 

ბუდუ ზივზივაძემ ფინალში თავი ვერ გამოიჩინა

გიორგი ბერიძე მთელი თამაში აქტიური იყო, სწორედ მასთან უხეშობისთვის 91-ე წუთზე ფეჰერვარის რუმინელი მცველი ადრიან რუსი გააძევეს. გიორგი 114-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუ ზივზივაძემ, რომლის გუნდი 97-ე წუთიდან 9 კაცით თამაშობდა, შეუცვლელად (120 წუთი) გაისარჯა. მატჩში სულ სამი გაძევება იყო.

უიპეშტი უნგრეთის ტიტულოვანი კლუბია. ის ქვეყნის 20-გზის ჩემპიონია, თასი კი 11-ჯერ მოიგო. ბოლოს ეს 2017/18 წლების სეზონში მოხდა. აღსანიშნავია, რომ უიპეშტი ამ სეზონში სამჯერ შეხვდა ფეჰერვარს და სამჯერვე დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:4, 0:5 და 1:5. ბუდუ ზივზივაძემ შარშანაც ითამაშა უნგრეთის თასის ფინალში, მისმა მეზოკოვეშდმა ჰონვედთან 1:2 წააგო.   

Az Újpest vezető gólja a Vidi elleni kupadöntőben

Lirim Kastrati a hosszabbításban, a 101. percben szerzett vezetést az Újpest FC-nek a kettős emberhátrányban játszó Vidi ellen a MOL Magyar Kupa döntőjében! A kupadöntő összefoglalója 👉👉👉 https://bit.ly/3uiSNhr

Posted by M4 Sport on ორშაბათი, 03 მაისი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები