Thumbnail

სამი კლუბი ბუნდესლიგიდან - Transfermarkt ხვიჩა კვარაცხელიას მსურველებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 20 წლის ქართველი ნახევარმცველის მსურველთა რაოდენობა იზრდება
  • ყაზანის რუბინი ფეხბურთელის გაყიდვას 30 მილიონ ევროდ აპირებს

საქართველო ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გერმანიის ბუნდესლიგის ერთბაშად სამ კლუბს აინტერესებს.

ცნობილი პორტალის Transfermarkt-ის ბოლო ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირების შესაძლებლობას მიუნხენის ბაიერნი, დორტმუნდის ბორუსია და მიონხენგლადბახის ბორუსია განიხილავენ. ბაიერნისა და დორტმუნდის ინტერესის შესახებ ადრეც იწერებოდა, გლადბახის ვარიანტი კი შედარებით ახალია.

ბოლო დროს ხვიჩა რუბინს ტრავმის გამო ვერ ეხმარება

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზანის რუბინი ქართველ ტალანტს 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ შეელევა. თავად transfermarkt ხვიჩას 15 მილიონ ევროდ აფასებს. 

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში. ბოლო დროს ხვიჩას მომავალი აქტიურად ტურინის იუვენტუსსა და ლიდს იუნაიტედსაც დაუკავშირეს.

კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების 8 მატჩში 3 გოლი შეაგდო

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 23 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასავე 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით). 

კომენტარები

ბოლო ამბები