Thumbnail

ცნობილი რუსი საკალათბურთო კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას გამოეხმაურა და მათ შორის, საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის A ჯგუფის თამაშები თბილისში ჩატარდება, საქართველოს და რუსეთის გარდა კი, მერვედფინალში გასასვლელად ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იბრძოლებენ.

“ესპანეთი და თურქეთი ძლიერი გუნდები არიან, ბელგია და რუსეთი – კარგები, საქართველოს კი მოედნის უპირატესობა გააჩნია, თუმცა, ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს. ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრები შემდეგ ეტაპზე 4 მოგებით უნდა გავიდეს”.

ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები