Thumbnail

'მასთან ჩხუბი დავიმსახურე' - დვალიშვილი მომავალ მეტოქეს ასახელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მერვედ იჩხუბა. მისი მეტოქე ამჯერად 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი იყო, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა 3-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ აჯობა და UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, დვალიშვილმა სტამანთან ჩხუბის სტილსა და მომავალ სასურველ მეტოქეზე ისაუბრა. მან საქართველოს მადლობა გადაუხადა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

გამარჯვებაზე და სტამანთან ბრძოლის სტილზე: ბევრს ვშრომობდი და მოვიგე. ბედნიერი ვარ თხუთმეტეულის წევრთან გამარჯვებით. ჩემს გუნდელებთან ერთად ყოველთვის ბევრს ვმუშაობ, ყველაფერზე გვიწევს მუშაობა, ეს მხოლოდ ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ არ არის. მე დღეს ვაჩვენე, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი შემიძლია.

ვინ გსურს მომავალ მეტოქედ: მინდა, რომ ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე - ერთ თვეში, ორ თვეში. თუ ვინმეს დავჭირდები, მე ამისთვის მზად ვარ. მე ვიმსახურებ მეტოქეს ტოპ 10დან, ტოპ 5-დან. ეს ნამდვილად დავიმსახურე, მე ზედიზედ 6 მოგება მაქვს. ვიმსახურებ დომენიკ კრუზთან შეხვედრას ან რომელიმე დიდ ყოფილ ჩემპიონთან.

მადლობა სერა ლონგოს გუნდს, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. ჩემო საქართველო, ძალიან მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება ხშირად გაგახაროთ. ქრისტე აღსდგა, დღეს აღდგომაა.

კომენტარები

ბოლო ამბები