Thumbnail
  • 📅 13 მაისი | ⌚ 23:15 | ⚽ მანჩესტერ იუნაიტედი V ლივერპული
  • ლივერპულს 'ოლდ ტრაფორდზე' გამარჯვება ძალიან უჭირს
  • ოლე გუნარ სულშერის გუნდს სატურნირო ინტერესი აღარ აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ლივერპულისთვის ეს თამაში ყოველთვის უმნიშვნელოვანესია და მით უმეტეს ახლა, როცა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის სერიოზული საფრთხე ემუქრება!

პრემიერლიგის 34-ე ტურის გადადებული ცენტრალური დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართება, სადაც იუნაიტედი "ოლდ ტრაფორდზე" ისტორიულ მეტოქეს, ლივერპულს დაუპირისპირდება. ჩრდილო-დასავლური დერბი (North West derby) თავისი მნიშვნელობით დიდი ხანია, ბრიტანეთის საზღვრებს გასცდა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ მატჩად იქცა.

აღნიშნული დაპირისპირება ჯერ კიდევ 2 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობით უკმაყოფილო მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები მატჩის დაწყებამდე "ოლდ ტრაფორდის" მოედანზე შეიჭრნენ და თამაში ჩაშალეს. 

გუნდების სატურნირო მდგომარეობა ახლა დერბის კიდევ უფრო საიტერესოს ხდის. "მერსისაიდელები" ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, რათა შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზონ. იურგენ კლოპის გუნდი მე-4 ადგილზე მყოფ ჩელსის 7 ქულით ჩამორჩება ("მერსისაიდელებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ ნათამაშები) და მანჩესტერთან ქულების დაკარგვა ძვირად დაუჯდება. იუნაიტედთან თამაშის შემდეგ ლივერპულს სულ 3 ტური ექნება დარჩენილი.

ლივერპულთან ახლოსაა ლესტერიც, რომელსაც კლოპის გუნდთან შედარებით ასევე 2 შეხვედრით მეტი აქვს გამართული და "არისტოკრატებს" მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. "მერსისაიდელებისთვის" კარგია ისიც, რომ ეს ორი გუნდი (ჩელსი და ლესტერი) 37-ე ტურში ერთმანეთს დაუპირიპირდებიან. გარდა ამისა, ორივე გუნდს ბოლო ტურში არცთუ ისე მარტივი შეხვედრები ელით. "მელიები" ტოტენჰემს დაუპირისპირდებიან, ხოლო ტუხელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 6 დღით ადრე ასტონ ვილას შეხვდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლივერპულს მანჩესტერ იუნაიტედთან ეს თამაში აუცილებლად მოსაგები აქვს!

მანჩესტერ იუნაიტედმა ამ სეზონში ლივერპულის დამარცხება უკვე შეძლო

მანჩესტერ იუნაიტედს, ლივერპულისგან განსხვავებით, სატურნირო ცხირლში გასარკვევი თითქმის არაფერი დარჩა. ოფიციალურად, სიტი უკვე პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის გამარჯვებულია და სულშერის გუნდს დაწევის შანსი არ აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში თამაში "წითელ ეშმაკებს" უკვე გარანტირებული აქვთ. მანჩესტერული კლუბის ერთადერთი მიზანი ევროპალიგის მოგებაა, სადაც ფინალში 26 მაისს ვილიარეალს დაუპირისპირდება. პლუს ამას, მანჩესტერელებს გამარჯვების შემთხვევაში შეუძლიათ, ისტორიულ მეტოქეს მნიშვნელოვანი ქულები წაართვან და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ძალიან შეუმცირონ. 

იუნაიტედი ბოლო პერიოდია, შედარებით არასტაბილურად გამოიყურება. სულშერის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან (ყველა ტურნირზე ერთად) მხოლოდ 2 მოიგო, 2 წააგო და ერთიც ფრედ ითამაშა. არასტაბილურად გამოიყურება იურგენ კლოპის გუნდიც, თუმცა მექოტისგან განსხვავებით არ აგებენ, უბრალოდ ვერ იგებენ. "მერსისაიდელებმა" ბოლო 5 მატჩიდან (ყველა ტურნირზე ერთად),  2 მოიგეს, და 3 ფრედ ითამაშეს. უშუალოდ პრემიერლიგაში ლივერპულს ბოლო 6 შეხვედრაა, არ წაუგია.

ლივერპულს ბოლო წლებში “ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვების მოპოვება ძალიან უჭირს. მანჩესტერმა საშიანო არენაზე "მერსისაიდელებთან" ბოლო 10 მატჩიდან (ყველა ტურნირზე ერთად) მხოლოდ 1 წააგო. პირველ წრეში “ენფილდზე” გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა. ამ სეზონში მათი მეორე დაპირისპირება კი ასოციაციის თასზე შედგა, სადაც სულშერის გუნდმა ლივერპულს 3:2 მოუგო და გათამაშებიდან გამოთიშა. ზოგადად, ამ გუნდების ბოლო 5 შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) 1 იუნაიტედმა მოიგო, ერთიც ლივერპულმა, დანარჩენი 3 შეხევდრა კი ფრედ დასრულდა. აღნიშნული 5 მატჩიდან 4-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

ისევე, როგორც თითქმის მთელი მიმდინარე სეზონი, ლივერპულს ახლაც საკადრო პრობლემები აქვს. კლოპი ისევ ვერ იყენებს ვირჯილ ვან დაიკს, ჯო გომესს, ჯორდან ჰენდერსონს, დივოკ ორიჯის და ჯოელ მატიპს. იუნაიტედთან საეჭვოა ოზან კაბაკის თამაშიც. "წითელ ეშმაკებს" ლივერპულთან მარსიალი, ჯეიმსი, ჯონსი და გუნდის კაპიტანი მაგუაიერი არ ეყოლებათ.

საინტერესო ფაქტები

⚽ "წითელი ეშმაკების" ბოლო 9 საშიანო შეხვედრიდან (პემიერლიგაში) 8-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ სულშერის გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 7 მატჩიდან (პრემიერლიგაში) 5-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ იუნაიტედმა ლივერპულთან (ყველა ტურნირზე ერთად) შინ გამართული ბოლო 10 შეხვედრიდან 9-ში არ წააგო.

⚽ ლივერპული (პრემიერლიგაში) ბოლო 6 მატჩია დაუმარცხებელია.  

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) თითო-თითო ლივერპულმა და მანჩესტერმა მოიგო სამი კი ფრედ დასრულდა.

⚽ ამ გუნდებს შორის ბოლო 5 მატჩიდან (ყველა ტურნირზე ერთად) 4-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ლივერპულმა ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 5 მატჩიდან 3 ფრედ ითამაშა.

⚽ მანჩესტერულმა გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან, მხოლოდ 2 წააგო.

⚽ ლივერპულმა "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოს 2014 წლის 16 მარტს მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): ჰენდერსონი - ვან-ბისაკა, ბაილი, ლინდელოფი, შოუ - ფრედი, მაკტომინეი - რაშფორდი, ფერნანდესი, პოგბა - კავანი.
ტრავმა: ჯონსი, მარსიალი, ჯეიმსი, მაგუაიერი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ფილიფსი, რობერტსონი - ტიაგო, ვეინალდუმი, მილნერი - სალაჰი, ფირმინო, მანე.
ტრავმა: ვან დაიკი, გომესი, მატიპი, ჰენდერსონი, ორიჯი, დევისი, კაბაკი (?).

კომენტარები

ბოლო ამბები