Thumbnail

ბასილაშვილის მატჩი შეწყდა - დიდი შანსია, მას ერთ დღეში 2 თამაში მოუწიოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი სლოვაკ მეტოქეს ბრეიკით უგებდა
  • თუკი იმარჯვა, ნიკოლოზი ნახევარფინალსაც შაბათს ჩაატარებს

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 481 270 ევრო) მეოთხედფინალური მატჩის დასრულება წვიმის გამო ვერ მოახერხა და თამაშს ხვალ განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა საწყის რაუნდებში ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო (6:2, 6:3) და კოლუმბიელი დანიელ ელაჰი გალანი (6:4, 6:2) იოლად დაამარცხა, დღეს კი, სლოვაკ ნორბერტ გომბოსს გაეჯიბრა და ბრეიკით 5:4-ს იგებდა, როდესაც წვიმა დაიწყო და მატჩი შეწყდა.


უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა შაბათს, 1 მაისს, თბილისის დროით 13:00 საათზე განახლდება და თუკი ბასილაშვილმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა, ხვალვე, ნახევარფინალის ჩატარება მოუწევს, სადაც მისი მეტოქე ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და ავსტრალიელ ჯონ მილმანს შორის უმჯობესი იქნება. ეს მატჩი პირველი სეტის მერე შეწყდა, რომელიც რუუდმა 6:3 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები