Thumbnail

კუმანი დასაჯეს! ბარსელონა გადამწყვეტ მატჩებში მწვრთნელის გარეშე დარჩა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონას უახლოეს მატჩებში რონალდ კუმანი დააკლდება
  • დისციპლინარულმა კომიტეტმა ნიდერლანდელი მწვრთნელი დასაჯა

როგორც მოსალოდნელი იყო, გრანადასთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო ბარსელონას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ნიდერლანდელი სპეციალისტი ორი მატჩით დასაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ გრანდს ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვერ უხელმძღვანელებს.

58 წლის კუმანი ვალენსიასთან (2 მაისს) და მადრიდის ატლეტიკოსთან (8 მაისს) შეხვედრების დროს გუნდთან ერთად ვერ იქნება. როგორც იცით, ესპანეთის ჩემპიონატს 34-ე ტურის წინ ატლეტიკო 73 ქულით ლიდერობს, რეალი და ბარსელონა კი 71-71 ქულით მეორე-მესამე ადგილებზე არიან. სევილია 70 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

რონალდ კუმანს გრანადასთან წაგებულ მატჩში მეოთხე მსაჯთან საუბარი არ აპატიეს. ლა ლიგის დისციპლინარული კომიტეტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კუმანი არბიტრს “უპატიცემულოდ და დამამცირებლად მოექცა”.

კომენტარები

ბოლო ამბები