Thumbnail
  • ფინიქს სანსი 109:101 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • სანსი პლეი ოფში ბოლოს 10 წელზე დიდი ხნის წინ იყო

ფინიქს სანსმა NBA-ს ერთ-ერთი ფავორიტი ლოს ანჯელეს კლიპერსი 109:101 დაამარცხა და ბოლო 11 წელიწადში პირველად გაინაღდა პლეი ოფში თამაში! ეს მეორე ყველაზე გრძელი სერიაა საკრამენტოს შემდეგ. 2009/2010 წლების სეზონში სანსი კონფერენციის ფინალში დამარცხდა.

კლიპერსთან, რომელსაც ფინიქსი დასავლეთ კონფერენციაში უსწრებს, შესანიშნავი იყო კრის პოლი - განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მატჩის პირველ ნახევარში მან მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო, დიდი შესვენების შემდეგ კი უბრალოდ შეუჩერებელი გახლდათ და აქტივს 25 ქულა დაამატა (10/15, 4/8 სამქულიანი). მის ანგარიშზე 10 პასი და, შესაბამისად, ორმაგი დუბლიცაა. ბრწყინვალედ ითამაშა დევინ ბუკერმაც, რომელმაც მატჩი 21 ქულით (9/19) დაასრულა და მხოლოდ სამქულიანებში მოიკოჭლებდა (1/6).

კავაი ლეონარდის არყოფნაში, კლიპერსში ყველაფერი პოლ ჯორჯის ხელში გახლდათ, რომელმაც 25 ქულა (9/21) და 10 მოხსნა დააგროვა. კლიპერსმა ფინიქსს საკუთარ ფარზე 15 მოხსნა გააკეთებინა და გარდა ამისა, ლოსანჯელესელებს 15 დაკარგვაც ჰქონდათ, რამაც სანსს დამატებითი შანსები მისცა. აღსანიშნავია, რომ კლიპერსმა კვლავ სერჟ იბაკას და პატრიკ ბევერლის გარეშე ითამაშა, ფინიქსს კი დარიო სარიჩი და ჯო კრაუდერი აკლდნენ. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები