Thumbnail

ალიგატორი ტორონტოს ვარჯიშზე - მწვრთნელი გაიქცა, ფეხბურთელები ფოტოებს იღებდნენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ტორონტოსა და კრუს ასულის კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, ტორონტოს ვარჯიშის დროს მოედანზე ალიგატორი გამოჩნდა. 

“ფეხბურთელები მისკენ წავიდნენ, მე კი პირიქით, გავიქეცი” - აცხადებს მწვრთნელი კრის არმასი. კლუბმა, რომელიც მატჩისთვის ფლორიდაში ემზადებოდა, ალიგატორის ვარჯიშზე შეჭრის ვიდეო თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა და ეს კადრები მაშინვე ვირუსულად გავრცელდა.

ფეხბურთელებმა ალიგატორის ფონზე ფოტოების გადაღება დაიწყეს. “ეს ნამდვილი ალიგატორი იყო, დიდი ალიგატორი! ცოტა ხნით ადრე გუნდში იმაზე ვსაუბრობდით, რომ აგრესიულები უნდა ვიყოთ და არაფრის უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ალიგატორის მოედანზე გამოჩენას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, - ამბობს ტორონტოს მწვრთნელი, - ასეა, როცა ფლორიდაში, წყალთან ახლოს ხარ, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ცოტა შეგვეშინდა და ცოტა გავხალისდით.”

კომენტარები

ბოლო ამბები