Thumbnail
  • ბექა გორგაძე ბორდოში აღარ ითამაშებს
  • ქართველი მორაგბის კომენტარი ახალ გუნდზე

ბორდოსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან მიდის. მას TOP 14-ის კლუბი კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მორაგბეს სეზონი მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტისა და მენისკის დაზიანების გამო გაუცდა. ახლა ბექა რეაბილიტაციის პროცესს გადის. უკვე ზამთრიდან ცნობილი იყო, რომ ბექა ბორდოში არ დარჩებოდა. თუმცა ის უკლუბოდ არ დარჩება, მისით რამდენიმე ფრანგული (მაგალითად ბაიონი) და ინგლისური კლუბი იყო დაინტერესებული. დღეს კი ელიტური დივიზიონის პომ დაადასტურა გორგაძის შესაძლო ტრანსფერი. პო TOP 14-ში დარჩენისთვის იბრძვის. სამი სეზონის განმავლობაში ბექამ ბორდოს ფორმით 25 მატჩი ითამაშა. 

"კონტრაქტი ხელმოწერილი არ არის, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის. კლუბები ერიდებიან ტრავმებს, თუმცა მე გავივლი სამედიცინო შემოწმებას. ყველაზე მძიმე უკვე გამოვლილია. ახალი სეზონისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნები", - განუცხადა francebleu.fr-ს ქართველმა მორაგბემ, რომელმაც მძიმე ტრავმა ირლანდიასთან მატჩში მიიღო. ბექა გორგაძე 2020 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბეა.

კომენტარები

ბოლო ამბები