Thumbnail

მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ევროპის სუპერლიგის პროექტზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ის ლიკვიდირებულია. გერმანელის თქმით, მას ამის შესახებ ადრე რომ სცდოდნოდა, ხელის შესაშლელად ყველაფერს გააკეთებდა.

"სუპერლიგის შესახებ ადრე რომ მცოდნოდა, ყველაფერს გავაკეთებდი ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენს მეგობრებთან, დორტმუნდთან და პსჟ-სთან ერთად. საბოლოოდ, ეს ლიკვიდირებული პროექტია, საკითხი დახურულია და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კლუბები, რომლებმაც შეცდომა აღიარეს, საფეხბურთო ოჯახში დაბრუნდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ფეხბურთი იმავე სტილში არ ფუნქციონირებს, როგორც ბიზნესი. ეს იყო ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლა", - თქვა რუმენიგემ.

ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე

ბაიერნის ბოსმა იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც გააკრიტიკა, რომელთანაც ის საკმაოდ ახლო ურთიერთობით გამოირჩეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა: "ის სხვა თაობის წარმომადგენელია, ჩემგან განსხვავებული ადამიანი. ფეხბურთს ვთამაშობდი და დამოკიდებული არა ფულზე, არამედ ფეხბურთზე ვარ", - თქვა გერმანელმა.

რუმენიგეს უეფას მიერ წარმოდგენილი ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატიც მოსწონს, რომელიც ძალაში 2024 წლიდან უნდა შევიდეს: "ტურნირი ახალი ფორმატით უფრო საინტერესო იქნება", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგა 12 კლუბის მიერ 18 აპრილს დაარსდა, მაგრამ ორ დღეში ინგლისურმა კლუბებმა პროექტი დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ბაიერნი იდეის წინააღმდეგ თავიდანვე წავიდა და უეფას მხარე დაიჭირა.

კომენტარები

ბოლო ამბები