Thumbnail

ამ შემთხვევაში მესი დათანხმდება - ბარსელონამ გეგმა შეიმუშავა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესპანური გრანდი არგენტინელ ვარსკვლავს 2+1 სისტემით კონტრაქტს უმზადებს
  • ჟოან ლაპორტა ერლინგ ჰაალანდისა და ნეიმარის ტრანსფერებზეც მუშაობს

ესპანური ბარსელონა ნებისმიერი ხერხით გეგმავს გუნდის არგენტინელი ვარსკვლავის ლიონელ მესის შენარჩუნებას და ამისთვის, კონკრეტული გეგმაც აქვს შემუშავებული. ამ ამბის დეტალებს ESPN ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კატალონიელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აპირებს ლეოს ახალი 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს შემდგომი ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით. ბარსელონას არ შეუძლია 33 წლის არგენტინელ ფორვარდს ამჟამინდელი ხელფასი – 75 მილიონი ევრო სამომავლოდაც გადაუხადოს, ამდენად, ფონს გასვლას სწორედ ხანგრძლივი ხელშეკრულების საშუალებით ცდილობს. გუნდში იმედი აქვთ, რომ შემთხვევაში, ლეო ანაზღაურების შემცირებაზე თანახმა იქნება.

ამავდროულად, ლაპორტა ეძებს ხერხებს, რათა ნოუ კამპზე გადაბარგებაზე დაითანხმოს მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები – ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდი და ბრაზილიელი ნეიმარი. ამ შემთხვევაში, მესი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ბარსელონა მომავალშიც კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება. სხვათა შორის, კატალონიის დედაქალაქში უკვე იმყოფება მესის მამა, თუმცა, როდის დაიწყება კონკრეტული მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ესპანური ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ლეოს 29 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 25 გოლი და 9 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები