Thumbnail
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარი 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია
  • 23 აპრილიდან ევროპის 2021 წლის ჩემპიონატში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა და სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა ტურნირზე 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში მხოლოდ ფინალი დათმო სანდრო ამინაშვილმა, ბრინჯაოებს კი ბექა ლომთაძე (61 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) დაეუფლნენ.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა 96 ქულა მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 შედეგი დააფიქსირა, პირველი რუსეთი (206) იყო, რომელსაც ერთბაშად 6 ოქროს მედალი მოუგროვდა, მე-2 კი – უკრაინა (113). საინტერესოა, რომ 2-2 ოქროს მედალი ერგოთ თურქეთსა (90) და სლოვაკეთს (60), რომლებიც შესაბამისად, მე-5 და მე-9 ადგილებზე აღმოჩნდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე კარგი შედეგი სანდრო ამინაშვილმა აჩვენა

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ვარშავაშივე სტარტს უკვე ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება და მასში ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი სრული შემადგენლობით ჩაებმება: ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.), საჩინო დავითაია (77 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.), თორნიკე ძამაშვილი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.), იაკობ ქაჯაია (130 კგ.).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პოლონეთში გუშინ გაემგზავრა და ტურნირზე 23-25 აპრილს გამოვა. 23-24 აპრილს ასპარეზობა 55-63-77-87-130 კგ. წონითი კატეგორიებში გაიმათება, 24-25 აპრილს – 60-67-72-82-97 კგ. წონებში.

📺 გენო პეტრიაშვილის ჭიდაობა ბრინჯაოსთვის

კომენტარები

ბოლო ამბები