Thumbnail

talkSPORT: ანდრეა ანიელიმ იუვენტუსის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანდრეა ანიელის გადადგომის შესახებ ცნობა მედიაში გავრცელდა
  • თუმცა, ეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა

ანდრეა ანიელიმ ტურინის იუვენტუსის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას talkSPORT ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მისი გუნდიდან წასვლის მიზეზი ევროპის სუპერლიგის შექმნაზე უარყოფთი რეაქცია გახდა. მან სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა. ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება. ჟურნალისტი რობ ჰარისი ტვიტერში წერს, რომ იუვენტუსმა ანიელის გადადგომის შესახებ ინფრომაცია უარყო.

ანდრეა ანიელი იუვენტუსის პრეზიდენტის პოსტი 2010 წელს ჩაიბარა და დღემდე გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 9-ჯერ მოიგო სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი და 5-ჯერ იტალიის სუპერთასი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტი ჩავარდნის ზღვარზეა. ბრიტანული მედისი ცნობით, კლუბები მის დატოვებაზე მუშაობენ - კერძოდ ინგლისური გუნდები, ასევე, ატლეტიკო და ბარსელონა.

კომენტარები

ბოლო ამბები