Thumbnail

საღინაძე TOP 14-ში ითამაშებს - 3-წლიანი კონტრაქტი ქართველ მორაგბეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფრანგული პრესის ცნობით, 22 წლის ბექა საღინაძე ლიონში გადადის
  • ბოლო პერიოდში, ის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა

საქართველოს ნაკრების 22 წლის მორაგბე ბექა საღინაძე, რომელიც ბოლო პერიოდში “ბოჯღალოსნების” ერთ-ერთ ლიდერად იქცა, კარიერას TOP 14-ის წარმომადგენელ ლიონში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ფრანგული პრესა აქტიურად ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ქართველი მესამეხაზელი, რომელიც ამჟამად Pro D 2-ის ორიაკის ღირსებას იცავს, სეზონს ამჟამინდელ კლუბში დაასრულებს, ზაფხულში კი ლიონელებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ცნობისთვის, საღინაძემ მიმდინარე სეზონში ორიაკელთა მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და აქედან – 20 სასტარტოში. ის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და 3 ლელოც მიითვალა. ბექას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 21 შეხვედრა აქვს გამართული და მსოფლიოს 2019 წლის თასზე თამაშიც მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები