Thumbnail
  • საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს სპეციალური პრიზი გადაეცა
  • ზურაბ კახაბრიშვილის დაჯილდოება ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოხდა

ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ზურაბ კახაბრიშვილს წლის საუკეთესო ექიმის წოდება მიანიჭა და შესაბამისი ჯილდოც გადასცა. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ევროპული ძიუდოს მმართველი ორგანოსგან სპეციალური პრიზი დღეს მიიღო.

ეს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მოხდა, სადაც კახაბრიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების ექიმიცაა, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მთავარ ექიმად არის დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ევროპირველობამ სტარტი დღეს აიღო და ქართველ ძიუდოისტებს საღამოს ბლოკში 2 მედლის აღების შანსი აქვთ. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ბრინჯაოს მედლის კანდიდატია.

კომენტარები

ბოლო ამბები