Thumbnail

ხელშეუხებლები - 8 ფეხბურთელი, რომლებსაც რეალი ზაფხულში არაფრით გაყიდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდულ კლუბი ამ მოთამაშეებზე დიდ იმედებს მომავალ სეზონშიც ამყარებს
  • როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანს იჯარით გაშვებული მარტინ ედეგორი სჭირდება 

მადრიდის რეალში რვა ფეხბურთელია ისეთი, რომლებსაც კლუბი მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არავითარ შემთხვევაში გაიყიდის.

ესპანური მედიის ინფორმაციით, "ხელშეუხებელი" ფეხბურთელების სიაში მადრიდელთა ოთხი ახალგარდა და ოთხი გამოცდილი მოთამაშეა. 

ახალგაზრდა ფეხბურთელები სიაში, რომლებიც არ გაიყიდებიან, მოხვდნენ: ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე, თავდამსხმელებები - ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო, ასევე მარტინ ედეგორი, რომელიც იჯარით ლონდონის არსენალში გამოდის. კლუბი ამ ფეხბურთელებზე მომავალში დიდ იმედებს ამყარებს.

არსენალში განათხოვრებული ნორვეგიელი ზიდანს სეზონის ბოლოს უნდა დაუბრუნდეს

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელ ვინიუსის მომავალს პარი სენ-ჟერმენს უკავშირებდნენ. რაც შეეხება ნორვეგიელს, ედეგორს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან, თუმცა როგორც ჩანს, კლუბს მისი შენარჩუნება სურს. 

რეალი ზაფხულში ასევე არ აპირებს გამომშვიდობებას ოთხ გამოცდილ ფეხბურთელთან: მეკარე ტიბო კურტუასთან, ნახევარმცველებთან - კაზემიროსა და ტონი კროოსთან და ფორვარდ ქარიმ ბენზემასთან.

ბენზემას ანგარიშზე ლა ლიგის 26 მატჩი 19 გოლი და 6 საგოლე პასია

მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონატში გასული 32 ტურის შემდეგ 66 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ზინედინ ზიდანის გუნდი ქულით ჩამორჩება ატლეტიკოს და ქულით უსწრებს ბარსელონას. "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალშია გასული, სადაც მეტოქედ ლონდონის ჩელსი ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები