Thumbnail
  • დღეს, ევროპის ჩემპიონატში 5 ქართველი ძიუდოისტი ჩაება
  • ვაჟა მარგველაშვილს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა საწყის ორთაბრძოლაში ესპანელი ადრიან ნიეტო ჩინაროსთან ვაზარი გაუშვა, თუმცა, იპონის განხორციელება მოახერხა. ვაჟას საკმაოდ გაუჭირდა მეოთხედფინალშიც, სადაც ბელარუს დმიტრი მინკუსთან დამატებითი დრო დასჭირდა, მაგრამ ისიც იპონზე დასცა. მარგველაშვილს ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, რადგანაც ნახევარფინალში ნაკლებადცნობილ სერბ სტრანია ბუნჩიჩს გაეჯიბრება.

წარუმატებელი დღე ჰქონდა საქართველოს ვაჟთა ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელ თემურ ნოზაძეს (60 კგ.), რომელმაც ევროპირველობაზე პირველივე ორთაბრძოლა წააგო. ის ებრაელ მატან კოკოლაევთან ვაზარიზე 2-ჯერ დავარდა.

ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟში იასპარეზებს

მედლისთვის გაბრძოლების შანსს ინარჩუნებს საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), რომელმაც უკრაინელ მარია სიკორასა და გერმანელ იანა ციგლერს იპონებით აჯობა, რასაც მეოთხედფინალში ასევე იპონით ფრანგ სარა ლეონ სისკესთან მარცხი მოჰყვა. რეპეშაჟში ეთერის მოწინააღმდეგე ებრაელი ტიმნა ნელსონ ლევი იქნება.

ნაადრევად გამოეთიშნენ ტურნირს სხვა ქართველი ქალი  ძიუდოისტები. მარიამ ჯანაშვილმა პორტუგალიელ იოანა დიოგის იპონით აჯობა, შვეიცარიელ ფაბიენ კოხერთან კი ვაზარით დამარცხდა. რაც შეეხება ტატიანა ლევიცკა-შუკვანს, მან იპონით პორტუგალიელ იოანა რამოსთან წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები