Thumbnail
  • მაურისიო პოჩეტინოს სჯერა, რომ ნეიმარი და მბაპე პსჟ-ში დარჩებიან
  • არგენტინელმა სპეციალისტმა ხოსეპ გვარდიოლას შესახებაც ისუაბრა

ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია კილიან მბაპესა და ნეიმარის პარი სენ-ჟერმენიდან შესაძლო წასვლის შესახებ. ორივე მოთამაშეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ფეხბურთელების შენარჩუნება სურს პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, პარიზული გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საუკეთესო მოთამაშეების კლუბში დარჩენაა.

"მიზანი საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნებაა. კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება და ნეიმარისა და კილიანის შენარჩნება სურს, რათა ისინი მრავალი წლის განმავლობაში დარჩნენ აქ. ორივე მოთამაშე კლუბის მიმართ ძალიან ერთგულია. ნებისმიერ გუნდს სურს, რომ ისინი მის რიგებში თამაშობდნენ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ისინი დარჩებიან", - განაცხადა პოჩეტინომ.

ნეიმარისა და მბაპეს შესაძლო ტრანსფერის გარდა, არგენტინელმა მანჩესტერ სიტისთან შეხვედრასა და ინგლისელების მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პსჟ და სიტი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

"მომწონს პეპის წინააღმდეგ თამაში, რადგან მიმაჩნია, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და როდესაც პროგრესი გინდა, საუკეთესოებს უნდა შეეჯიბრო. ეს უდიდესი გამოწვევაა. სიტის შესანიშნავი ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავს", - დაამატა არგენტინელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები