Thumbnail

'ვეწინააღმდეგები რუსულ პოლიტიკას' - რომან დოლიძის მხარდაჭერა უკრაინას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის ქართველმა მებრძოლმა სოცმედიაში ვიდეომიმართვა გაავრცელა
  • 32 წლის სპორტსმენი უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულ ვითარებაზე 

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე, რომელიც წლებია უკრაინაში ცხოვრობს და ამ ქვეყანას თავის მეორე სამშობლოდ მოიხსენიებს, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა. 32 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მეზობელი სახელმწიფოებთან, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ მეთოდებს გმობს.

რომან დოლიძე ოქტაგონზე ქართული დროშით გამოდის

"ყურადღებით ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ყოველთვის მივიჩნევდი და მივიჩნევ, რომ უკრაინა განუყოფელი და ერთიანი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება, თავად მოაგვაროს მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები. ის ძალადობრივი, აგრესიულო მეთოდები, რომელთა გამოყენებასაც ჩვენი მეზობლები უკრაინის, საქართველოს და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ ცდილობენ, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. 

იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად სხვა მეთოდები გამოიძებნება. ახლა აღშფოთებული ვარ და ვცდილობ, მაქსიმალურად კორექტული ვიყო. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს და არ მინდა, ისე ჩანდეს, თითქოს რუსი ხალხის წინააღმდეგი ვარ. არა - მე ვეწინააღმდეგები რუსულ პოლიტაკას.  
  
Рідна Україно, як би не було, все буде добре (მშობლიურო უკრაინა, ყველაფერი კარგად იქნება)", - ამბობს დოლიძე ვიდეოში. 

რომან დოლიძე ბათუმშია დაბადებული, 2008 წლიდან კი უკრაინაში ცხოვრობს. შერეულ ორთაბრძოლებში მის ანგარიშზე 9 ბრძოლაა, საიდანაც 8 მოიგო და 1 დათმო. სპორტსმენმა UFC-ში, სადაც საქართველოს დროშით გამოდის, 3 შეხვედრა გამართა, 2 მოიგო და ბოლო დათმო. 

კომენტარები

ბოლო ამბები