Thumbnail

დღეს რუსულმა სპორტულმა გაზეთმა Спорт-Экспресс-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ხვიჩა კვარაცხელიათი ამსტერდამის აიაქსი დაინტერესდა. გამოცემა ირმწუნება, რომ სულ მალე შედგება შეხვედრა ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელსა და აიაქსის სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე სხვა რუსულ გამოცემაში ოვერმარსმა ეს ინტერესი უარყო, Спорт-Экспресс-მა კვლავ დაწერა სტატია და ხვიჩასთვის აიაქსი იდეალურ ვარიანტად მოიხსენია. გამოცემა ამტკიცებს, რომ აიაქსში 20 წლის შემტევის ტრანსფერს ექსაიაქსელი შოთა არველაძე ლობირებდა. საღამოს ეს ინფორმაცია შოთა არველაძემაც უარყო Спорт-Экспресс-თან საუბარში.

შოთა არველაძე: "ძალიან კარგად ვიცნობ ხვიჩას მამასაც და მის აგენტ ჯუღელსაც, მაგრამ ასეთ საქმეებში არ ვმონაწილეობ. მე არ წარმოვადგენ ხვიჩას აიაქსში. 
იმედი მაქვს, რომ ხვიჩას მომავალში ყველაფერი კარგად ექნება. როცა დრო მოვა, როცა მას ეს გამოუვა, მაშინ ითამაშებს ის ევროპაში". 

წაიკითხე | კვარაცხელია და აიაქსი - ხვიჩას აგენტი მარკ ოვერმარსს უნდა შეხვდეს

20 წლის ქართველი ფეხბურთელის ფასი Transfermarkt-ზე 15 მილიონი ევროა, რუსული გამოცემების მიხედვით, ყაზანის რუბინი მზად არის ის 20 მილიონ ევროდ გაყიდოს. მას რუბინთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-ლიგაში ხვიჩა კვარაცხელია რუბინის ლიდერად ჩამოყალიბდა, მის ანგარიშზე ამ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით). 

კომენტარები

ბოლო ამბები