Thumbnail

"სიგნალ იდუნა პარკზე" დორტმუნდის ბორუსიამ მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პირველი შეხვედრაც ინგლისურ კლუბს 2:1 ჰქონდა მოგებული. ასე რომ, ლიგის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 4:2 ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი გავიდა, რომელიც იქ პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. 

ანგარიში ინგლისელთა კარში 17 წლის ინგლისელმა გახსნა, ჯუდ ბელინგემმა ჰაალანდის წამოწყებული კომბინაცია დაასრულა. ეს მისი პირველი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე. ბელინგემი ბოაინ კრკიჩის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც პლეი ოფის სტადიაზე გოლის გატანა შეძლო. კრკიჩი მასზე 2 თვით უმცროსი იყო 2008 წელს, როცა შალკეს ბარსელონას მაისურით გაუტანა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ემრე ჯანმა ხელით ითამაშა. დორტმუნდის კარში პენალტი რიად მაჰრეზმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი 20 წლის ფილიპ ფოდენის გოლი აღმოჩნდა, რომელმაც ჰიტცს 75-ე წუთზე ახლო კუთხეში გაუტანა. 

დორტმუნდი v მანჩესტერ სიტი [მიმოხილვა]

დორტმუნდი 1:2 (1:2) მანჩესტერ სიტი

გოლები: 1:0 ბელინგემი (15), 1:1 მაჰრეზი (პენალტი-55), 1:2 ფოდენი (75)

დორტმუნდი (4-3-3): ჰიტცი - ბაუზა (81. ტიგესი), აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - ბელინგემი (80. ბრანდტი), ჯანი, დაუდი (75. ტ. აზარი) - კნაუფი (68. რეინა), ჰაალანდი, როისი

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, დიაში, ზინჩენკო - დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი - მაჰრეზი (88. სტერლინგი), ბ. სილვა, ფოდენი

კომენტარები

ბოლო ამბები