Thumbnail
  • მოახლოებულ ტურნირს 19-25 აპრილს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპირველობაზე 10 სპორტსმენით წარსდგება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

2021 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას 19-25 აპრილს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრები ხალიჩაზე სრული გუნდით ანუ 10 სპორტსმენით გავა.

გიორგი იანტბელიძემ 10 საუკეთესო შეარჩია
📷 | საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბორჯომში ორიოდ დღეში დაასრულებენ, ვარშავაში კი 16 აპრილს გაემგზავრებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ბექა ლომთაძე (61 კგ.), შმაგი თოდუა (65 კგ.), დავით ტლაშაძე (70 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები